Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია



ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო ჩემთვის დღევანდელი დღის ტრენინგი.
მოვისმინეთ ერთმანეთის საბოლოო პრეზენტაციები,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და შევაფასეთ გაწეული მუშაობა. ყველა ჩემი კოლეგის პრეზენტაცია იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. არ შემიძლია არ ავღნიშნო ქალბატონ შორენა ბადურაშვილის კეთილდამოკიდებულება, თავისი საქმის დიდი სიყვარული და პროფესიონალიზმი,რომელსაც მუდამ ვგრძნობდით ყველა ტრენინგის მსვლელობის დროს. საუკეთესო ტრენერი და საუკეთესო მრჩეველი, ბევრი რამ ვისწავლე მისი წყალობით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების დაგეგმვის დროს. მადლობა!







Saturday, July 14, 2018

მერვე დღის რეფლექსია.


ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
გავეცანით ფასილიტაციის მასალებს.
დავხვეწეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.
გავეცანით ციფრული რესურსების პორტფოლიოს და ვნახეთ რამდენიმე ვიდეო გაკვეთილი.
ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა და უფრო ღრმად გავეცანით დრაივს.

Thursday, July 12, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია


დავწყვილით და განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
განვიხილეთ სახელმძღვანელოში მოცემული მე-6 მოდულს.
გავეცანით დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის, ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.
სასწავლო პროექტში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა.
შევქმენით მოსწავლის  პრეზენტაციის შაბლონი.
მიმოვიხილეთ ჩვენი პროექტის განხორციელების გეგმა.
ამ ტრენინგმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. კერძოდ, მოსწავლის საჭიროებებზე.
მადლობა ქალბატონ შორენას მისათვის.


Monday, July 9, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია.


 გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა.
 გავეცანით ერთმანეთის საშინაო დავალებას - "მოსწავლის ნიმუშებს|" და ვაწარმოეთ   ურთიერთშეფასება ნამუშევრების ირგვლივ.
 შემდეგ დავწყვილდით და გავუგზავნეთ ერთმანათს კომენტარები.
 მოცემული სახელმძღვანელოს რესურსებში ვნახეთ შემდეგი შეფასების რუბრიკები  ტრენერის ბლოგზე: 
  •  მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა.
  •  თანასწორთა უკუკავშირის წახალისების ფორმა.
  •  მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკა.
  •  მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკა და  შევინახეთ საქაღალდეში
 ნახვისას ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს ,გამოვთქვამდით ჩვენს შეხედულებებს,  ვახდენდით უკუკავშირს.
შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის რუბრიკა და ბოლოს გუგლი დრაივზე ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია.
ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული და  საინტერესო.


მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, July 7, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა.
დავწყვილდით და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, გავაკეთეთ  კომენტარები. გავეცანით მესამე და მეოთხე მოდულს, საავტორო უფლებებს.
გავეცანით საძიებო სისტემას და საკომუნიკაციო საშუალებებს, მოსწავლის ნამუშევრებს.

დღევანდელი ტრენინგის შედეგად ბევრი რამ გავიგე და მომეწონა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში პროექტის განხორციელების დროს.

Thursday, July 5, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

ძალიან დატვირთული ტრენინგი იყო.

  •  ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის მეორე მოდულის პროექტების შეფასების სტრაგეგიებზე.
  • განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი.
  • შევავსეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
  • ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში.
  • მივიღეთ დავალება.

მეცხრე დღის რეფლექსია

ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო ჩემთვის დღევანდელი დღის ტრენინგი. მოვისმინეთ ერთმანეთის საბოლოო პრეზენტაციები,მივეცით ერთმანეთ...