ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო ჩემთვის დღევანდელი დღის ტრენინგი.
მოვისმინეთ ერთმანეთის საბოლოო პრეზენტაციები,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და შევაფასეთ გაწეული მუშაობა. ყველა ჩემი კოლეგის პრეზენტაცია იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. არ შემიძლია არ ავღნიშნო ქალბატონ შორენა ბადურაშვილის კეთილდამოკიდებულება, თავისი საქმის დიდი სიყვარული და პროფესიონალიზმი,რომელსაც მუდამ ვგრძნობდით ყველა ტრენინგის მსვლელობის დროს. საუკეთესო ტრენერი და საუკეთესო მრჩეველი, ბევრი რამ ვისწავლე მისი წყალობით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების დაგეგმვის დროს. მადლობა!
არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი სპეციალისტი, საუკეთესო დედა და ერთგული მეგობარი.... არაფერს ვაჭარბებ, ეს ჩემი პირადი აზრია და ხმამაღლა ვაფიქსირებ.... ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ერთად გატარებული ეს ცხრა დღე.... გისურვებთ წარმატებებს.... და მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას.....
ReplyDeleteდა კიდევ.... ახალი პროექტის პრეზენტაციაზე ჩვენი მიწვევა არ დაგავიწყდეს....
ReplyDelete